ავტოსალონის ტექსტილის ქაფის საწმენდი საშუალება Wunscher W-7111
მოცულობა - 650მლ
მაღალი ეფექტურობის საწმენდი საშუალება, რომელიც აშორებს სხვადასხვა ტიპის ჭუჭყს ავეჯის გადასაფარებებიდან, ავტომობილის სალონიდან, ხალიჩებიდან, ქსოვილიდან და სხვა ზედაპირებიდან. აღადგენს ქსოვილისა და ხალიჩის პირვანდელ იერსა და ფერს, აჩენს ტექსტურის სიმკვრივეს, აშორებს უსიამოვნო სუნს და აახლებს ჰაერს მანქანის სალონში. ანტისტატიკური თვისებების წყალობით ხელს უშლის ზედაპირის სწრაფად ხელახლა დაგვარებას.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ! ქაფი პირდაპირ შეასხურეთ გასაწმენდ ზედაპირზე. დატოვეთ მოქმედებისთვის 2-5 წუთით, დაბინძურების ხარისხის მიხედვით. მყარად შემდგარი ჭუჭყის მოსაშორებლად ზედაპირი გახეხეთ ჯაგრისით. ნარჩენები მოაშორეთ სველი ღრუბლით (დისტილირებული წყლით) ან გააშრეთ და შემდეგ ამოასუფთავეთ მტვერსასრუტით. ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა.

