top of page

დაბრუნების პოლიტიკა

ბოლო განახლება: ნოემბერი, 2025

ეს დაბრუნების პოლიტიკა განსაზღვრავს, რა პირობებში ხდება პროდუქტის დაბრუნება ან თანხის უკან დაბრუნება Zgarbi Shop-ში შეძენილი ნივთების შემთხვევაში.

 

1. ზოგადი წესები Zgarbi Shop ცდილობს მიაწოდოს მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქცია ზუსტი აღწერით. თუ პროდუქტი არ შეესაბამება მომხმარებლის მოლოდინს ან აქვს ქარხნული დეფექტი, მოქმედებს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობები

 

2. დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში პროდუქტის დაბრუნება შეიძლება თუ: • ნივთი დაზიანებულია მიღებისას; • ნივთი არ ემთხვევა აღწერაში მითითებულ მახასიათებლებს; • კურიერმა მოიტანა არასწორი მოდელი/ფერი. გთხოვთ, ყურადღებით გადამოწმოთ პროდუქტი მიღებისთანავე.

 

3. დაბრუნების ვადა • დაზიანებული ან არასასურველი პროდუქტის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა მიმართოს 24 საათის განმავლობაში პროდუქტის მიღებიდან. • ვადის გასვლის შემდეგ დაბრუნება, სამწუხაროდ, აღარ ხორციელდება.

 

4. პროდუქტის მდგომარეობა დაბრუნების მისაღებად, ნივთი უნდა იყოს: • დაუზიანებელი (გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაზიანება უკვე ქონდა მოტანისას), • სუფთა და უცვლელი, • მთლიანი კომპლექტაციით (ოთახი, კაბელები, დეტალები), • ორიგინალური შეფუთვით (თუ შესაძლებელია).

 

5. თანხის დაბრუნება თანხის დაბრუნება ხდება მაშინ, როცა: 1. პროდუქტი დაბრუნდება მაღაზიაში, 2. შემოწმდება მისი მდგომარეობა. თანხა ბრუნდება იმავე გზით, რა გზითაც მომხმარებელმა გადაიხადა (UniPAY, საბანკო გადარიცხვა და ა.შ.). თანხის დაბრუნება მიმდინარეობს 1–5 სამუშაო დღეში.

 

6. არ ექვემდებარება დაბრუნებას • მომხმარებლის მიერ არასწორად გამოყენების შედეგად დაზიანებული ნივთი • პროდუქტი, რომელიც უკვე გამოყენებულია • ინდივიდუალური ან ჰიგიენური ნივთები (თუ გამოყენებულია)

 

7. მიწოდების ღირებულება დაბრუნებისას: • თუ ბრალი არის მაღაზიაში (არასწორი/დაზიანებული პროდუქტი) — გადაზიდვის ხარჯს ფარავს Zgarbi Shop. • თუ დაბრუნება ხდება მომხმარებლის გადაწყვეტილებით — გადაზიდვის ხარჯი ეკისრება მომხმარებელს.

 

8. როგორ მოვითხოვო დაბრუნება: დაბრუნების მოთხოვნისთვის დაგვიკავშირდით:

 

• Messenger: https://www.facebook.com/profile.php?id=61583891573298

• ტელეფონი: +995-596-15-00-00

• ელ-ფოსტა: info@zgarbishop.ge

 

გთხოვთ მოგვაწოდოთ:

• შეკვეთის ნომერი (ან სახელი + ნომერი), • პრობლემის აღწერა, • პროდუქტის ფოტო/ვიდეო (თუ დაზიანებულია).

bottom of page